მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა და ლავროვმა განიხილეს სამმხრივ განცხადებასთან დაკავშირებული საკითხები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განიხილეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების საკითხები.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

,,საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილ განცხადებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button