ამერიკული “The National Interest“ შეეხო ბოლოდროინდელ ომს მთიან ყარაბაღში. სტატიის ავტორმა ეპისკოპოსმა მარკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაპირისპირებული მხარეები ახლა ომის შემდგომი შიდა საქმეებით არიან დაკავებულნი. როგორც ჩანს, უკვე ცნობილია, რომ ამ ომში ბაქომ მოიგო, ერევანმა კი წააგო. ამასთან, გარემოებების დეტალური ანალიზით თუ ვივარაუდებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაქოს გამარჯვება შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე ერევანს დამარცხება.
კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ თურქეთი გეგმავდა, კოორდინაციას უწევდა ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს აზერბაიჯანში. ანკარის სამხედრო დახმარებაში შედის თურქული „ბაირაქტარის“ უპილოტოები, სპეცრაზმი და სირიელი დაქირავებული ჯარისკაცები, თუმცა ეს საბოლოო ჩაონათვალი არ არის. თურქეთის კონტროლი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე იმდენად ძლიერია, რომ ანკარამ რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო ოფიცრის განთავისუფლება ბრძანა, მას შემდეგ რაც მათ გააკრიტიკეს თურქეთის მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ აღლუმში. სახელმწიფოთა მეთაურებმა წარმოადგინეს შთამბეჭდავი სურათი. ისინი გვერდიგვერდ იდგნენ, მათ უკან კი თურქეთისა და აზერბაიჯანის თანაბარი რაოდენობის დროშები იყო გამოფენილი. უფრო მეტიც, თანაბარი რაოდენობის თურქული და აზერბაიჯანული დროშები იყო გამოფენილი ბაქოს ქუჩებში.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალიევის გამარჯვების საფასური აზერბაიჯანის სუვერენიტეტის დაკარგვა იყო. შენარჩუნებული იქნება თურქეთის სამხედრო ყოფნა აზერბაიჯანში, რაც უფრო და უფრო მძაფრდება. აზერბაიჯანის საგარეო და სამხედრო პოლიტიკაზე თურქეთის ვეტოს მზარდი უფლება, სავარაუდოდ, განმტკიცდება სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პანთურქული ექსპანსიონისტური პოლიტიკის ეგიდით. ერდოღანის სარგებელი აშკარაა, მაგრამ რა მოიგო ალიევმა? ორმოცდახუთი დღის მძიმე ბრძოლებისა და ათასობით დანაკარგის შემდეგ აზერბაიჯანში, არცახის დიდი ნაწილი სომხების კონტროლის ქვეშ დარჩა. მხოლოდ რუსეთის ჩარევის შემდეგ, 9 ნოემბერს, სომხეთი იძულებული გახდა დაეტოვებინა რამდენიმე რეგიონი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. რუსი სამშვიდობოები ამჟამად განუსაზღვრელი დროით არიან განლაგებულ არცახში. ამ მომენტის გამეორება ღირს. ომის შედეგად, ალიევმა დაკარგა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ სომხური არცახის დაბრუნების პირდაპირი გზა. ბაქომ არა მხოლოდ ვერ აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ორმაგი სამხედრო ოკუპაციის წინაშე აღმოჩნდა, რომლის დასასრულიც არ ჩანს.