მთავარიპოლიტიკა

არც დემარკაცია და არც დელიმიტაცია. ფაშინიანმა განმარტა, თუ რა კეთდება სიუნიკის საზღვარზე

სომხეთის საზღვრებზე მიმდინარე პროცესი დემარკაცია ან დელიმიტაცია კი არ არის, არამედ სასაზღვრო წერტილების ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

”სიუნიქის და სომხეთის რესპუბლიკის  საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან  ერთ მილიმეტრიანი დათმობის საკითხიც კი არ შეიძლება იყოს. მეორეს მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესები უნდა განიხილებოდეს დემარკაციად ან დელიმიტაციად. ეს სულ სხვა საკითხებია. ამ დროისთვის ხდება გარკვეული სასაზღვრო პუნქტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რომელთა მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სიტუაცია ახალ ემოციებსაც იწვევს, და ამავე დროს მან სიმშვიდისკენ მოუწოდა.

”ჩვენ უნდა შეგვეძლოს მაქსიმალურად მშვიდად გადავლახოთ ეს ეტაპი, რათა დავაფიქსიროთ უსაფრთხოების იმ ახალი სისტემის სრული ფუნქციონირება, რომელსაც ვაშენებთ, ვქმნით ან უკვე თეორიულად შევქმენით. რჩება ის პრაქტიკაში რეალობად ვაქციოთ”, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დილით მას განხილვა ჰქონდა სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების მეთაურთან, მისცა დავალებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს ეს პროცესი ისე, რომ მან მაქსიმალურად შეუფერხებლად ჩაიაროს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის, რაც დღეს ხდება სომხეთის საზღვრებზე, სიუნიქსა და არცახში, ხდება მხოლოდ სამმხრივი განცხადების ფარგლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე მიღებული ნორმების თანახმად, სახელმწიფო საზღვრების დემარკაციამდე უნდა განხორციელდეს დელიმიტაცია, რაც აუცილებლად ვარაუდობს სერიოზულ მოსამზადებელ სამუშაოებს ორი ქვეყნის და საერთაშორისო არბიტრის მონაწილეობით, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას.

ნახეთ მეტი
Back to top button