მთავარიპოლიტიკა

გიორგი გახარია. ყარაბაღში ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად რეგიონში მოთამაშეთა რიცხვი გაიზარდა

ყარაბაღის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გაზარდა მოთამაშეთა რიცხვი რეგიონში და არსებულ ვითარებაში თბილისის ინტერესებში შედის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორების ყოფნის გაძლიერება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

”დღეს ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა შევაფასოთ რეგიონში არსებული ვითარება და ასევე ფრთხილად ვისაუბროთ მასზე, რადგან, სამწუხაროდ, მომხდარის შედეგი ჯერჯერობით არავისთვისაა გასაგები. ამას დრო სჭირდება. ამასთან, ცხადია, რომ საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერესების განმტკიცების მიზნით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნა რეგიონში. ბოლოდროინდელი განვითარებების შედეგად, რეგიონში მოთამაშეთა რაოდენობა გაიზარდა”, – აღნიშნა გახარიამ, იუწყება ,,Georgia Online“.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველომ “შეძლო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, რამაც მეზობლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა”.

ნახეთ მეტი
Back to top button