მთავარისაზოგადოება

ევროკავშირი 24 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს კორონავირუსთან საბრძოლველად

ევროკავშირი 24 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

სომხეთში ევროკავშირის ოფისის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი “კოვიდ -19 ეპიდემიის ხელშეკრულების” ფარგლებში გათვალისწინებულია “საშუალოვადიანი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის” შემუშავება, აგრეთვე მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სახელმწიფო ფინანსების მართვა სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეფორმების მიმდინარეობის პოზიტიური შეფასების შედეგად.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობის რეფორმების, საჯარო ფინანსების მართვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის პროგრესის დადებითი შეფასება. ეს ახალი თანხა ევროკავშირის მხრივ  სომხეთისთვის Covid-19 ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოყოფილი 92 მილიონი ევროს დახმარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სომხეთს Covid-19 კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა.

ნახეთ მეტი
Back to top button