მთავარისაზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის  1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 2 737 პაციენტი გამოჯმრთლდა. საერთო ჯამში კი ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 194 705-ს მიაღწია.

ამასთან, როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, გასული დღე ღამის განმავლობაშ ვირუსისგან 43 ინფიცირებული გარდაიცვალა. ასევე, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ნახეთ მეტი
Back to top button