
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი გამოეხმაურა იუნესკოს სამდივნოს განცხადებას არაცახის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით.
პრეს სპიკერმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ამჟამინდელ კონტექსტში, რაც აისახა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, აგრეთვე თანათავმჯდომარე ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების ბოლოდროინდელ განცხადებებში.
”სომხეთი მიესალმება და მზადაა მხარი დაუჭიროს იუნესკოს ფაქტების შემსწავლელი მისიის რაც შეიძლება მალე შესრულებას არცახში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და შესაძლო უარყოფითი მოვლენების აღკვეთას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
რაც შეეხება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, სომხური მხარე მას აღწერს, როგორც ”ბრალდების გადაბრალების პროპაგანდისტულ მცდელობას” და ახსენებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე სწორედ აზერბაიჯანმა ჩაშალა კულტურული მემკვიდრეობის საკითხების შესახებ იუნესკოს ჩართვის ყველა წინა მცდელობა.
”შეგახსენებთ, რომ ძველ ჯუღაში ქვაჯვრების ბარბაროსულ განადგურების საკითხთან დაკავშირებით, სომხური მხარის თხოვნით, იუნესკომ გამოხატა მზადყოფნა სწვეოდა რეგიონს, რაზეც უარი განაცხადა აზერბაიჯანმა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იმავდროულად, სომხეთი და არცახი ყოველთვის პატივისცემით და ზრუნვით ეკიდებოდნენ სხვა ხალხებისა და რელიგიების კულტურულ ღირებულებებს. ერთ-ერთი უახლესი მაგალითია 2019 წელი. ქალბატონ გოჰარის ზედა მეჩეთის რესტავრაცია არცახის შუშიში.
”სამწუხაროდ, ასეთი საპასუხო მიდგომა არ შეინიშნება აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა სომხეთის კულტურული ყოფნის წინააღმდეგ არცახში, მათ შორის ძეგლების მასობრივი განადგურების გზით”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა.