მთავარიპოლიტიკა

ზახაროვამ მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენად შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მთიანი ყარაბაღის შესახებ სამმხრივი განცხადების ხელმოწერა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. ამის შესახებ მან ყოველკვირეულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„ამ განცხადების განსახორციელებლად საჭიროა  გლობალური, ყოვლისმომცველი სამუშაო. სასწაულებსა და რეალობას შორის მნიშვნელოვანი ნაწილია სამუშაო.  ეს არის მოთმინება, პასუხისმგებლობა, სიკეთე და სიყვარული, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ სასწაულები ახდეს”, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილზე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რომელსაც სამშვიდობოები ახორციელებენ ადგულზე, ხოლო დიპლომატები საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ არენაზე. წინ დიდი, გლობალური, რთული სამუშაოა. შემდეგ თავად დარწმუნდით, ეს სასწაული იყო თუ ძალისხმევის შედეგი”, – თქვა მან და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მშვიდობა უსურვა. „როდესაც მშვიდობაა, ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ არის შესაძლებელი”, – თქვა ზახაროვამ.

ნახეთ მეტი
Back to top button