მთავარისაზოგადოება

იანვარში სომხეთს ექნება Covid 19 ვაქცინა

იანვარში სომხეთი მიიღებს  კორონავირუსის ვაქცინას.  ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გაიანე საჰაკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც რუსული, ასევე Pizer და Moderna კომპანიების ვაქცინის შესაძენად.

საჰაკიანმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Kovax Facility – ის ინიციატივით, რომელიც უზრუნველყოფს ფასების რეგულირებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.   ვაქცინა თავდაპირველად შეძენილი იქნება   მოსახლეობის 10% – ისთვის, მაგრამ შესაძლოა ეს გაიზარდოს 20% –მდე.

ნახეთ მეტი
Back to top button