ომი არ დასრულებულა: აზერბაიჯანი აგრძელებს შეიარაღებას

სომხეთის არმიაში სახელმწიფო ნაბიჯები ომის შედეგების აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამსუბუქებლად ჯერ-ჯერობით არ გადადგმულა. ხოლო აზერბაიჯანელები აქტიურად განაგრძობენ შეიარაღებას. სამხედრო ექსპერტი დავით ჰარუთინოვი არ გამორიცხავს, რომ სომხეტშიც გარკვეულ პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ სანამ არ იქნება ოფიციალურად გამოქვეყნებული რაიმე ვრაუდის გაკეთება ძნელია.
„ზარალი საკმაოდ დიდია, ბევრი რამის აღდგენა ან განახლებაა საჭირო, როგორ უნდა გაკეთდეს, ეს დამოკიდებულია ამ სფეროში არსებულ მიზნებზე. ამ ეტაპზე არ იგრძნობა, რომ სახელმწიფომ რაიმე გადწყვეტილება მიირო ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ყოფილა ალაპარაკი ამ სფეროში არსებული პრობლემების ირგვლივ, თუ რა მიმართულებით უნდა აღდგეს და განახლდეს შეიარაღებული ძალები, რაც მეტად მნიშვნელოვანია “- ამის შესახებ ილაპარაკა ექსპერტმა საინფორმაციო პორტალ „სპუტნიკი სომხეთი“-ს კორესპოდენტთან საუბრისას.
ექსპერტი აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ხსნის სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგით, აგრეთვე მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ახალი სამხედრო ნაწილების დისლიცირების აუცილებლობით. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არ ივიწყებს საბრძოლო ეფექტურობის გაზრდას, ამიტომ მიზანშეწონილი არ არის იმაზე ფიქრი, რომ სამხედრო საფრთხე აღარ არსებობს.
„ახლაც საზღვარზე შეინიშნება გარკვეული აქტივობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკითხისადმი ისეთი მიდგომა, რომ სამხედრო საფრთხე დასრულდა ომის შემდეგ, ვფიქრობ, ნაადრევია”, – თქვა მან.
ჰარუთინოვი შეეხო არცახის სტატუსს და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სომხური მხარე ძნელად შეძლებს აღნიშნულ საკითხში პოლიტიკური, პროპაგანდისტული ან დიპლომატიური პროგრესის დაფიქსირებას.