საზოგადოება

სომხეთი ბევრად უკეთესად იყო მომზადებული კორონავირუსის მეორე ტალღისთვის: ნიკოლ ფაშინიანი

პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თხოვნით, ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ თოროსიანმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახური.

”დაახლოებით ორი კვირა არ გვყოლია პაციენტი, რომელიც სახლში ჰოსპიტალიზაციას ელოდება. უფრო მეტიც, ზოგიერთმა საავადმყოფომ უკვე დაიწყო ნორმალურად ფუნქციონირება (მხედელობასი აქვს, რომ საავადმყოფოები გადატვირთული იყვნენ  დაჭრილი ჯარისკაცებით. რედ.)  რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ კორონავირუსთან გასამკლავებლად. ამ ლოგიკით მივყვებით განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებთ დავიცვათ ანტიეპიდემიური  წესები”, – თქვა თოროსიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი  გაცილებით უკეთ იყო მომზადებული კორონავირუსის მეორე ტალღისთვის.  პირველი ტალღის დროს იყო ბევრი კრიტიკა, რომელთა უმეტესობა პოლიტიზებული იყო. ჩვენ გვაჩვენეს სხვადასხვა მაგალითები, თუ რამდენად ცუდად იმართება კორონავირუსის შემთხვევები სომხეთში, მაგრამ ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა, რომ სხვა ქვეყნებიც  მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან,  ეს მხოლოდ დროის საკითხია.  იყო ქვეყნები, რომლებიც, როდესაც ჩვენ პიკზე ვიყავით, მათი მაცვენებელი  ნულის ტოლი არ იყო. ახლა ზოგიერთების მაცვენებებმა ჩვენც გაგვისწრო.  

არსენ თოროსიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთში სიკვდილიანობის დონე ძალიან დაბალია, მერყეობს 1.5% ფარგლებში, ხოლო ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს რიცხვი 7-8-დან 10% -მდე მერყეობს. ”სომხეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის დაბალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საშუალო. უარეს პერიოდში  არ აღემატებოდა 2% -ს, ახლა კი უფრო დაბალია. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი გადარჩენილი გვყავს.  ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ ”, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button