სომხეთში აიკრძალა თურქული წარმოების საქონლის იმპორტი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ამა წლის 31 დეკემბრიდან 6 თვის განმავლოაბში აიკრძალა თურქული საქონლის იმპორტი.
2020 წლის 31 დეკემბრამდე შემოტანილი საქონლის აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქონელზე ყველა შესაბამისი საბაჟო ოპერაცია განხორციელდა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კერძოდ, ისინი დეკლარირებული არიან “შიდა მოხმარებისთვის გაშვების” საბაჟო პროცედურის საშუალებით, გადაიხდება შესაბამისი საბაჟო გადასახადი. საქონელი გაშვებული უნდა იქნას მითითებულ თარიღამდე.
იმპორტის აკრძალვა ვრცელდება თურქული წარმოშობის ყველა აღნიშნულ საქონელზე, რომელიც იმპორტირებულია ნებისმიერი ქვეყნიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი გაააქტიურებს საბაჟო კონტროლს ამ საქონელზე, მათ შორის ფიზიკურ შემოწმებას, რომელიც განხორციელდება საბაჟო კონტროლის ადგილებში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.