საქართველომ გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის ომის გამოცდილება: სტეპანიანი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო შეინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. “Lragir.am” – ს ამ თემაზე ესაუბრა “მრავალეროვანი საქართველოს” ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არნოლდ სტეპანიანი.
სტეპანიანის თქმით, გახარიას ნათქვამში არაფერია ახალი, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ყოველთვის აცხადებს, რომ კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
”პრაგმატული თვალსაზრისით, ეს ძალიან ლოგიკურია. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ტრანზიტისთვის, მით მეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარისხი. ბუნებრივია, პირველ რიგში, აუცილებელია კარგი ურთიერთობა დავამყაროთ მეზობლებთან, რათა გქონდეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები. გარდა ამისა, მსოფლიოს გეოპოლიტიკა იცვლება, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ზურგი უნდა გავიმაგროთ. ცნობილია, რომ საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ამ ფონზე, სულ მცირე, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ვიმეგობროთ სხვა მეზობლებთან”, – თქვა არნოლდ სტეპანიანმა.
სტეპანიანმა საქართველოს უპილოტოების შეძენის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მხედველობაში იქნა მიღებული მთიანი ყარაბაღის ომის გამოცდილება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ახალ ტექნოლოგიებს და საომარ ახალ ტექნიკას, რომლებიც მთლიანად ცვლის წარმოდგენებს საომარი მოქმედებების შესახებ.