
ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის თქმით, პოლიტიკური კრიზისის შესახებ გაჟღერებული შეფასებები ორ ჯგუფად უნდა დაიყოს, მათგან ერთი ნაწილი აფიქსირებს ომის მწარე შედეგებს, რომლებმაც შიდაპოლიტიკურ ველში წარმოქმნეს ახალი სიტუაცია, მაგრამ უნდა მოძებნონ დაძაბულობის შესუსტების და წინსვლის გზა, ხოლო შეფასებების მეორე ნაწილი ისმის ყოფილი პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი 17 პარტიიდან, რომლებიც ცდილობენ რევანშის შესაძლებლობის მიღებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
”ყოფილი ძალები იყენებენ რიტორიკას და ინსტრუმენტებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ისინი არ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე, ამბობენ, რომ მათ უნდა მივცეთ ძალა, რადგან მათ საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავთ, რომ სასურველი კენჭისყრით მოაწყობენ ეროვნული ასამბლეის ვადამდელ არჩევნებს. მათ შორისაა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ 2018 წლამდე ან ადამიანები, რომლებსაც მთავრობის გამო აქვთ უპირატესობა”, – განუცხადა პარლამენტარმა ,,Sputnik სომხეთს“.
ჰოვაკიმიანის მოსაზრებით, პოლიტიკური უმრავლესობის ამოცანაა ამ რთული პერიოდის გადალახვა და განვითარებისკენ სვლა. მისი თქმით, განცხადება, რომ ომში დამარცხებული ქვეყნის ლიდერს წარმატებული მოლაპარაკება არ შეუძლია, ერთი შეხედვით მიმართულია პრემიერ-მინისტრზე, მაგრამ ოპოზიციის რიტორიკა უფრო ღრმაა და მიმართულია ზოგადად სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ეროვნული კრების დეპუტატის თქმით, ეტიკეტირების მიმდინარე მცდელობები, მმართველი ხელისუფლების ლეგიტიმური უფლებამოსილების ჩამორთმევისკენ მიმართული მოწოდებები საერთოდ არ გამოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ჰოვაკიმიანის თქმით, დღეს სომხეთი არ არის მზად რიგგარეშე არჩევნებისათვის, რადგან საომარი მდგომარეობა კვლავ მოქმედებს, სამშვიდობო პროცესი კვლავ გრძელდება და დაინტერესებული ორგანიზაციები ტყვეების დაბრუნების საკითხით არიან დაკავებულნი.