მთავარიპოლიტიკა

ცნობილია, როდის დაიწყებენ თურქი სამხედროები არცახის საკითხით მუშაობას სადამკვირვებლო ცენტრში

თურქი სამხედროები, ერთ-ერთი ბრიგადის გენერალის მეთაურობით, აზერბაიჯანში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი NTV.

ტელეარხის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 25 სამხედროა გაგზავნილი, მაგრამ აღნიშნულია, რომ მათი რიცხვი უახლოეს დღეებში 60-ს მიაღწევს.

Газета.ru იუწყება, რომ თურქმა სამხედროებმა 2021 წლის იანვრიდან უნდა დაიწყონ სამსახური ყარაბაღის საკითხით სადამკვირვებლო ცენტრში.

მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ტექნიკური მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში რუსი და თურქი პერსონალის რაოდენობა თანაბარი იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button