კულტურამთავარი

სომხეთი და საქართველო მეგობრობის საბჭოს შექმნით განამტკიცებენ კარგ ურთიერთობებს

სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცების, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების  ქრისტიანულ ღირებულებებსა და პრინციპებზე განახლების მიზნით, სომხური და ქართული კულტურისა და ხელოვნების არაერთი მოღვაწე აპირებს  მეგობრობის საბჭოს შექმნას. ამ იდეის მიმართ ერთგულებას გამოთქვამს 500 ქართველი და იმდენივე სომეხი ხელოვნებათმცოდნე.

როგორც იტყობინება “არმენპრესი”, 25 დეკემბერს “არნო ბაბაჯანიანის” საკონცერტო დარბაზში ორი ქვეყნის კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლების მეგობრობის ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა გაგიკ მანასიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ არცახის მეორე ომის დროს დახურა საჰაერო და სახმელეთო სივრცე სომხეთისთვის იარაღის მიწოდების შეფერხების მიზნით.

”საქართველოს ჰყავს ჯანსაღი ინტელიგენცია, რომელიც არ ეთანხმება მისი ქვეყნის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მათ  სანუგეშებლად შემოგვთავაზეს  სომეხ ინტელექტუალებთან კულტურული, სასულიერო კავშირების აღდგენა ქრისტიანული პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე. ჩვენ მათ დავეთანხმეთ”, – აღნიშნა მანასიანმა.

მისი თქმით, ამ ინიციატივას შეუერთდნენ საქართველოს ავტორიტეტული ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლიათ. მათ შორის არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომლის კურთხევით ხორციელდება იდეა, რეჟისორი, მსახიობი რობერტ სტურუა და სხვები.

გაგიკ მანასიანის თქმით, მეგობრული ურთიერთობის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა ოპერა “რადამისის” ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო სექტემბერში სომეხი, ქართველი და სხვა ეროვნების არტისტების თანამშრომლობით. ოპერა, ალბათ, გაზაფხულზე განახლდება.

ვიდეო დისკუსიას შეუერთდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე გვარიშვილი და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა რიგი საერთაშორისო პროექტების განხორციელება, აგრეთვე სომხურ-ქართული პროგრამის ,,რადამისის“ განხორციელება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ”ომის, ეპიდემიის, კრიზისის მიუხედავად, ის კვლავ განხორციელდება და მეგობრობის საბჭოს ფარგლებში, ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას კულტურის შენარჩუნებისთვის”, – აღნიშნა მან.

სომხეთის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის პრეზიდენტი არამ სათიანი, ბალეტის მოცეკვავე რუდოლფ ხარატიანი, რეჟისორი, სცენარისტი ტიგრან ხზმალიანი, მზარეული სედრაკ მამულიანი, უფლებადამცველი არბაკ ხაჩატრიანი და სხვები.

ღონისძიების ორგანიზატორია სომხეთისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციები.

ნახეთ მეტი
Back to top button