მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულების შესახებ ცნობები გადაეგზავნათ საერთო იურისდიქციის მქონე სახელმწიფოებს

ადამიანის უფლებათა დამცველის ხელმოწერით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულების შესახებ მოხსენებები გადაეგზავნა პროკურატურას და იმ სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებს, რომლებსაც გააჩნიათ საერთო იურისდიქცია.

ეს მოხსენებები ეხება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ  სომეხი მშვიდოიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების  წამების, მათ შორის თავის მოკვეთის, არაადამიანურ მოპყრობის,  ცხედრების შეურაცხყოფის,  სხეულის ნაწილების ცოცხლად მოკვეთის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს.  

მოხსენებებთან ერთად, 223 ობიექტური მტკიცებულება იქნა წარდგენილი  ამ ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების წინაშე.

103 ვიდეო ითარგმნა აზერბაიჯანულიდან  ან თურქულიდან ინგლისურად და რუსულად, თარგმანი ვიდეოებში განთავსდა  სუბტიტრებით, გაკეთდა ყველა შესაძლო იდენტიფიკაცია.  

ვიდეოები  ასევე დაფიქსირდა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ლოგოთი, ინფორმაციის ნამდვილობის ნიშნად.

მიღებული იქნა  იურიდიული დათქმა:  გაანალიზდა 120 ფოტო, მათ შორის ისინიც, რომლებიც ეხებოდნენ  აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი  სამხედრო ტყვეების სოციალურ ქსელებში უკანონო შესვლას და მათ უკანონო მართვას.

მოხსენებებში  შეტანილი იქნა  შემდეგი ძირითადი საკითხები:

1) სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირებისა და დაჭრილების განზრახ მკვლელობა;

2) სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების წამება, არაადამიანური მოპყრობა;

3) მსხვერპლთა ცხედრების შეურაცხყოფა;

4) ჯიჰადისტებისა და ტერორისტების გამოყენება არცახის  წინააღმდეგ ომში;

5) ქიმიური ელემენტების შემცველი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება;

6) აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხთა მხარეში მყოფი ტყვეთა სოციალური ქსელების მართლსაწინააღმდეგო მართვა.

ამის შესახებ სრ-ს ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აცხადებს.

ნახეთ მეტი
Back to top button