მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი საერთაშორისო კომისიას ნებას არ აძლევს ჩაატაროს მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მონიტორინგი

აზერბაიჯანის მიერ  არცახის  წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად  მრავალი კულტურული  და რელიგიური  ძეგლი მოექცა მტრის კონტროლის ქვეშ. მათი დაცვის მიზნით, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. იუნესკომ სცადა საერთაშორისო დამკვირვებელთა კომისიის გაგზავნა ტერიტორიებზე, მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა მათ მიღებაზე.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ნარინე ხაჩატურიანმა “არმენპრესის” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძეგლების დაცვის საკითხებში. ”ჩვენ შევქმენით ჯგუფი სომხეთში, საზღვარგარეთ მცხოვრებ სომეხ სპეციალისტებთან ერთად. სომხები მონაწილეობენ საერთაშორისო ასპარეზზე ლობირებაში, მაგრამ მთავარი სტრუქტურა, რომელსაც მივმართავთ, არის იუნესკო. დეკემბერში დაგეგმილი იყო, რომ იუნესკო საერთაშორისო დამკვირვებელთა კომისიას გაგზავნიდა იმ ადგილებში, რომლებიც აღარ იმყოფებიან არცახის კონტროლის ქვეშ. კომისიას  უნდა შეესწავლა  რამდენიმე სომხური ძეგლი. დელეგატები იყვნენ რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან, მაგრამ აზერბაიჯანმა აუკრძალა მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლა ”, – აღნიშნა ხაჩატურიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button