პოლიტიკა

ბაქომ ინფორმაცია გავრცელა მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპული 2823 სამხედრო მოსამსახურის შესახებ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცნობა გაავრცელა  ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების დროს 2823 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ, 30 ადამიანი დაკარგულია. ამის შესახებ   იუწყება  სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ახალი ამბების გვერდზე  გამოქვეყნდა ფოტოები და ინფორმაცია სამხედრო წოდებების და დაბადების თარიღების შესახებ. მიმდინარეობს 30-ზე მეტი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ძებნა, ასევე 50-ზე მეტი ადამიანის ამოცნობის  პროცესი.

”ამის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება საზოგადოებას”, – იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

ნახეთ მეტი
Back to top button