
სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ტყვეები რუსეთის ფედერაციასთან სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია გაავრცელა არცახში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა რუსტამ მურადოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების განხორციელების ფარგლებში, 2020 წლის 9 ნოემბერს, მოხდა ტყვეთა კიდევ ერთი გაცვლა.
“ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ მყოფი რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, ორი ტყვე აზერბაიჯანელი რუსეთის საჰაერო ძალებმა გადაიყვანეს ბაქოში. ოთხი სომეხი ტყვე დაბრუნდა ერევანში”, – თქვა რუსმა მეთაურმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამშვიდობოები კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს სამმხრივი შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებას.