მთავარიპოლიტიკა

რუსმა სამშვიდობოებმა არცახში საბრძოლო წვრთნები ჩაატარეს: რფ თავდაცვის სამინისტრო

სტეპანაკერტისა და მარტაკერტის სამხედრო სკოლებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ნაწილებმა ჩაატარეს დაგეგმილი საბრძოლო წვრთნები. ინფორმაციას ავრცელებს  რფ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ცნობილია, რომ სამხედროებმა წვრთნების დროს გამოყენებული იქნა  ავტომატები, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული თოფები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები და BTR-82A ჯავშანმანქანები.

„24 საათიანი მორიგეობის  მიუხედავად, სამშვიდობო ძალების სარდლობა ამოწმებს საბრძოლო მზადყოფნის ძირითად ტიპებს, მათ შორის ტაქტიკურ, სპეც-ტაქტიკურ, სახანძრო ტიპებს, სამხედრო ტექნიკას.

„წვრთნებში 200 რუსი სამშვიდობო მონაწილეობს, ჩართულია 20 ერთეულზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკა ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსი სამშვიდობოები მუდმივად აკონტროლებენ სიტუაციას,  მოქმედებს  23 საგუშაგო, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ჰუმანიტარულ დახმარებას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას.

ნახეთ მეტი
Back to top button