საზოგადოება

სამველ კარაპეტიანმა ერთ წელიწადში 1,533 მილიარდი დოლარი დაკარგა

Forbes– ის თანახმად,  კომპანია “ტაშირის” დამფუძნებელმა სამველ კარაპეტიანმა,  ერთ წელიწადში დაკარგა 1,533 მილიარდი დოლარი და აღმოჩნდა  რუსეთის ტოპ 10  გაღარიბებულ მილიარდერთა რიგებში.  გაზეთის ცნობით, კარაპეტიანის ქონება 2020 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით 2,567 მილიარდი დოლარია.

ჯგუფში შედის 200-მდე სტრუქტურა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში. ჰოლდინგი ფლობს  სავაჭრო ცენტრთა ქსელს „რიო“,  ჰოლდინგს აქვს კინოთეატრების ქსელი და რესტორნები. ჟურნალი წერს, რომ რამდენიმე თვის წინათ დაიხურა „ტაშირის“ მფლობელობაში არსებული მრავალი  ობიექტი.  

Forbes– ის მონაცემებით,  რუსეთის 10 ყველაზე მდიდარმა გმირმა საერთო ჯამში დაკარგეს 17,598 მილიარდი დოლარი ერთ წელიწადში. ყველაზე მეტი დაკარგა  ვაგით ალეკპეროვმა – 4,082 მილიარდი დოლარი.  

ნახეთ მეტი
Back to top button