მთავარიპოლიტიკა

სამმხრივი მემორანდუმი იყო თავს მოხვეული: ის გადამწყვეტ როლს არ ასრულებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

9 ნოემბერს გაფორმებულ სამმხრივ  მემორანდუმში  სომხეთისათვის სასარგებლო მაინცდამაინც არაფერია.  ამის შესახებ დღეს  ჟურნალისტებს  განუცხადა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა ჰოვანეს იგითიანმა.  

„ნურავინ ნუ ეძებს ამ მემორანდუმში რაიმე პროსომხურს. ამის შესახებ მხოლოდ რუსეთი ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთადერთი გზა იყო იმისათვის, რომ გადაერჩინათ ათასობით სიცოცხლე.  მე შემიძლია დავეთანხმო ან არ დავეთანხმო. თუ გავითვალსიწინებთ, რომ  ეს მემორანდუმი იძულებითი პასუხი  იყო თურქეთის აგრესიის, აზერბაიჯანის ყველა რეზოლუციისა და სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევით თავსმოხვეული  შედეგი, მაშინ რა სარგებელზე შეიძლება აქ ლაპარაკი. მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო სამხედრო უპირატესობით გამოწვეული იძულებითი  განცხადება“, – თქვა იგითიანმა.  

მისივე თქმით, ახლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ხმა ავიმაღლოთ იმაზე, რომ ეს იძულებითია, უსამართლო. იმ პუნქტების წინააღმდეგ  უნდა ავიმაღლოთ ხმა,  რომელიც ჩვენ მიგვაჩნია უსამართლოდ.

„ამ საკითხში, ჩვენ გვითხრეს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. უფრო მეტიც, სხვადასხვა ადგილიდან მესიჯებს ვღებულობთ,  რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ უსაფრთხოების ეს მგრძნობიარე სისტემა მოულოდნელად არ ჩამოიშალოს, არ დაირღვეს არცახში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოება. დიახ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ უნდა მივიღოთ,  რომ ეს ეს მემორანდუმი საბოლოოდ არეგულირებს არცახის საკითხს.    დღეს მინსკის ჯგუფი ცდილობს კვლავ წამოაყენოს  მინსკის ჯგუფის პროცესის საკითხი. ჩვენ უარს არ ვამბობთ მინსკის ჯგუფზე.  ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.  აზერბაიჯანმა დაარღვია ყველა რეზოლუცია და შეეცადა  საკითხის მოგვარებას სამხედრო გზით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი მიმოქცევაში აღარ არის”, – თქვა იგითიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button