საზოგადოება
სომხური საქველმოქმედო კავშირი ბელგიიდან 43 ტონა სამედიცინო მასალას გამოაგზავნის სომხეთში

სომხური საქველმოქმედო კავშირი (AGBU) დაახლოებით 43 ტონა სამედიცინო მასალას გამოაგზავნის ბელგიიდან სომხეთში . ამის შესახებ ცნობას ავრცელებს კავშირის პრესსამსახური.
ტვირთი შეიცავს დაახლოებით 490 301 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო და ჰუმანიტარული ნივთების ასორტიმენტს, მათ შორის, პირადი დამცავ აღჭურვილობას, მზა თერაპევტიკულ საკვებს, ანესთეზიის მოწყობილობას, საინვალიდო ეტლებს, სამედიცინო ხელჯოხებს, ორთოპედიულ მოწყობილობებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საძილე ტომრებს, საკვებსა და ჰიგიენის საგნებს.