მთავარიპოლიტიკა

თურქეთი იმედოვნებს, რომ მთიან ყარაბაღში მალე შეიქმნება რუსულ-თურქული მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი

ანკარა იმედოვნებს, რომ მთიან ყარაბაღში რაც შეიძლება მალე შეიქმნება რუსეთ-თურქეთის ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ერთობლივი ცენტრი. “არმენპრესი”-ს გადმოცემით, როგორც იუწყება TASS, ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

”ჩვენ ვხედავთ, რომ დამყარდა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნება მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი”, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი მუშაობას იანვრიდან დაიწყებს. 1 დეკემბერს თურქეთსა და რუსეთს შორის დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის ტექნიკურ დეტალებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button