მთავარიპოლიტიკა

“მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვები”. პუტინმა გზავნილით მიმართა ფაშინიანს

მთავარია ის, რომ ჩვენ მთლიანად დავრწმუნდით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, მოკავშირე ურთიერთობების მნიშვნელობაში. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი შობა-ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით მიმართულ სიტყვაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

”ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი საახალწლო და საშობაო მილოცვები. გასული წელი სულაც არ იყო მარტივი, და მინდა იმედი მქონდეს, რომ მის მიერ მოტანილი გამოცდები წარსულში დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთ-რუსეთის მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება ემთხვევა ჩვენი ძმური ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს, ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის სულისკვეთებით”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მის ახლობლებს უსურვა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო ყველა თანამემამულეს კი – ბედნიერება და კეთილდღეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button