
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სრ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ განაცხადეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:
”ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ,
გულწრფელად გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულს. გასული წლის განმავლობაში მეგობრობაზე, პარტნიორობასა და მოკავშირეთა პრინციპებზე დაყრდნობილმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებმა განიცადა დინამიური განვითარება. მიღწეულია პროგრესი მსხვილ ერთობლივ პროექტებში. გაძლიერდა ინტეგრაციული თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.
დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება 2021 წელს. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ აღდგენის საქმეში.
ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძევ, გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ძმური სომხეთის ყველა მოქალაქეს კი – მშვიდობას და კეთილდღეობას”.