პოლიტიკა

რას უნდა მოველოდოთ ვიტალი ბალასანიანის ხმაურიანი განცხადებებისაგან: სცენარები ერთმანეთისგან განსხვავდება

არცახ-აზერბაიჯანის  ომის შემდეგ არცახს ესმის, რომ მათ უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ძალებით, რუს სამშვიდობოებთან და რუსეთის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობების დამყარებით. ომის მსვლელობა და კაპიტულაციის დოკუმენტის ხელმოწერა ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე მაინც, არცახის უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სომხეთზე. ასეთი აზრი „Sputnik სომხეთთან“  საუბრისას გამოთქვა პოლიტოლოგმა ალენ ღევონდიანმა.

„მეორე  მხრივ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არცახში  შეიცვალა პოლიტიკური რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ არაიკ ჰარუთიანიანი კვლავ ქვეყნის პრეზიდენტია, უსაფრთხოების საკითხებს სხვა წრე განიხილავს, რომელმაც  ძალიან მაღალი და მკაცრი სტანდარტები დაადგინა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ბალასანიანის განცხადება არცახის  დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ  ერთ-ერთი მაღალი ბარიერია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, თუ როგორაა შესაძლებელი  მათი დაბრუნება, ვისი დახმარებით, სამხედრო ოპერაციების  თუ  პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით.

პოლიტოლოგის აზრით, დრო გვიჩვენებს, თუ რა მომავალი ელის აზერბაიჯანს. სცენარები განსხვავებულია და მოვლენები შეიძლება მოულოდნელი იყოს.

„აზერბაიჯანში თურქული ელემენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინამდვილეში, აზერბაიჯანს აქვს დიდი პრობლემები თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ანუ დიდი ძმა ყლაპავს უმცროს ძმას, მეორეს მხრივ, არსებობს რუსული ელემენტიც”, – თქვა მან.

ღევონდიანის თქმით, ბალასანიანმა არცერთ ცნობილ ინტერვიუში არ ახსენა, რომ 9 ნოემბრის განცხადებას ხელი მოაწერა არა არცახმა, არამედ სომხეთის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button