მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი ეწვია გიუმრიში მდებარე 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას.

სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა ,,Sputnik სომხეთს“ განუცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაეცნო რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ნიმუშებს, სარდლობასა და პერსონალს მიულოცა სამხედრო ნაწილის ფორმირების დღე და დამდეგი ახალი წელი.

”დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ალექსანდრას წმიდა მოწამეთა მართლმადიდებლურ ეკლესიას, სამხედრო-ისტორიულ მუზეუმს, რომელიც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში მდებარეობს1995 წლის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების თანახმად. 2010 წლის 20 აგვისტოს რუსეთმა და სომხეთმა  სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივეს 2044 წლამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button