მთავარიპოლიტიკა

ჩვენ დავიბრუნებთ ასკერანსა და ჰადრუთს: ვიტალი ბალასანიანი

ბაქოს განცხადება, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რეალობას მოკლებულია. ამის შესახებ არცახის  უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არცახის  გმირმა, გენერალმა ვიტალი ბალასანიანმა არცახის  საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვ.  ბალასანიანის თქმით, ომი დაიწყო ნიკოლ ფაშინიანის არასწორი პოლიტიკის შედეგად, წარმოიქმნა ჩიხი, რომლის ალტერნატივაც იყო ომი.

„ ომის დაწყებამდე უნდა გატარებულიყო მოქნილი პოლიტიკა, მათ შორის ირანთან და ჩვენს მოკავშირე რუსეთთან. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აზერბაიჯანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერიტორიულ დარღვევებს, მაგრამ ისინი დროებითია. მინდა ვაცნობო ხალხს, რომ მოხდება საზღვრების დაზუსტება და ჩვენი სტატუსის გარკვევა. ჩვენ დავიბრუნებთ ასკერანისა და ჰადრუთის რეგიონის ნაწილს სომხეთთან და რუსეთთან მუშაობის შემდეგ. ჩვენ არ დავმარცხებულვართ. 91-93 წლებში ვითარება უარესი იყო.  ჩვენ შევქმნით სასაზღვრო ჯარებს, მუდმივ ჯარებს, ყველაფერი იქნება ჩვენი თავდაცვის არმიის ქვეშ, არმია დაექვემდებარება უშიშროების საბჭოს, გვეყოლება  ჯარი და მოხალისეთა არმია, პოლიციას ეყოლება  გაძლიერებული ბატალიონი, ეუს-ს   ̶   სპეციალური ქვედანაყოფი. ჩვენ ყველაფერს მივცემთ კანონის ძალას. ჩვენ ასევე ჩავატარებთ ანტიტერორისტულ ოპერაციას, ტერორისტებს ჯერ არ დაუტოვებიათ ეს მხარეები. ტყუილია ჭორები, რომ აზერბაიჯანელები დადიან ჩვენს ტერიტორიაზე, შემოდიან მაღაზიებში და ა.შ. აღმოფხვრილია ყველა დარღვევა, მათ შორის სამშვიდობოების მიერ. დარღვევების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება”, – აღნიშნა   ბალასანიანმა.

როგორც ვიტალი ბალასანიანმა  თქვა,  ის ასევე განიხილავს ტყვეებისა  და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ იცავს ნორმებს. არცახში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს მრავალ  აზერბაიჯანელ  ტყვეს,  ხოლო აზერბაიჯანს არ შეუძლია აჩვენოს თუნდაც  ერთი შემთხვევა, რომ იგი ლოიალურად  ექცეოდა სომეხ ჯარისკაცებს.

”ჩვენ არაფრის გვეშინია.  რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დროდადრო აკეთებს სასტიკ განცხადებებს, რომ ჩვენ დემორალიზებული ვართ, გულგატეხილები ვართ, თანდათანობით ვტოვებთ ჩვენს  ტერიტორიებს, მაგრამ დრო შეიცვალა. სომხები აქ ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენ არასოდეს თითიც კი არ დაგვიკარებია  აზერბაიჯანელი ხალხისთვის. დაველოდოთ, ვნახოთ  თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდება აზერბაიჯანი მოკლე დროში”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button