ეკონომიკამთავარი

როგორი იყო სომხეთისათვის 2020 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით? პრო-სამთავრობო დეპუტატი აჯამებს წელს

2020 წელი კატასტროფული იყო. ასე დაახასიათა წარსული ეკონომიკური წელი ეროვნული კრების ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა, ეკონომისტმა არტაკ მანუკიანმა. წლის დასაწყისში ბიზნესში დარეგისტრირებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა მისცა ეკონომიკას გაჭირვებით, მაგრამ მაინც გამკლავებოდნენ კორონავირუსის გამოწვევებს. პოზიტიური ელფერი გაქრა სექტემბერში, როდესაც დაემატა ყველაზე დიდი კატასტროფა, ომი და დაემატა ეპიდემიის მეორე ტალღა სომხეთში და მსოფლიოში.

„სექტემბერში დაიწყო ომი და ახლა კოვიდის მეორე ტალღაც მთელ მსოფლიოში სომხეთზეც აისახა. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ, სავარაუდოდ, წელს 8% -იანი ვარდნით დავამთავრებთ”, – განუცხადა მან ,,Sputnik სომხეთს“.

თუმცა, პრო-სამთავრობო დეპუტატის აზრით, 8% არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუ შევადარებთ 2008-2009 წლებში ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაფიქსირებულ 14.1% ეკონომიკურ ვარდნას.

მანუკიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობისა და ყველა ჩვენგანის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალ წელს ეკონომიკური კატასტროფის დაძლევასაც შევძლებთ. მისივე თქმით, ამას მოწმობს ბიუჯეტით გათვალისწინებული საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი 3,2%.

„კაპიტალური დანახარჯების საკმაოდ მაღალი ბარიერია დადგენილი – მშპ-ს 3.2%, იმ შემთხვევაში, როდესაც ისტორიულად დიდი ანგარიშით, ჩვენი საშუალო ინდექსი 2.8% იყო”, – აღნიშნა დეპუტატმა.

მანუკიანის აზრით, კაპიტალური ხარჯების დაგეგმვამ და განხორციელებამ შეიძლება დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 3.2% -იანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button