მთავარიპოლიტიკა

რუსმა ექსპერტმა თქვა, რა არის ყარაბაღის მოგვარების ყველაზე რთული საკითხი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერმუშაკმა სტანისლავ პრიტჩინმა საერთაშორისო საქმეთა რუსეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი ყველაზე რთული იქნება საკითხის მოგვარების პროცესში.

”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სტატუსის შესახებ. და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ პრობლემატური საკითხია, რადგან აზერბაიჯანის თვალსაზრისით  (სიტუაცია) ასე იგება. ვინაიდან განცხადებაში სტატუსი რაიმე სახით არ არის ნახსენები, ეს ავტომატურად აჩვენებს აზერბაიჯანის კონტროლს ყარაბაღზე. რა თქმა უნდა, სომხეთი ამას ცოტა განსხვავებულად განმარტავს და რუსი სამშვიდობოების ყოფნას აღიქვამს როგორც მთიანი ყარაბაღის ავტონომიის უზრუნველყოფას აზერბაიჯანისგან.  აი ეს ალბათ ყველაზე რთული საკითხი იქნება პერსპექტივაში”, – აღნიშნა პრიტჩინმა.

ექსპერტის აზრით, ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით სადავო მომენტი გარკვეულწილად განეიტრალდა რუსი სამშვიდობოების ყოფნის გამო.

პრიტჩინს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში იქმნება შესაძლებლობები რეგიონში ეკონომიკური ცხოვრების დარეგულირების, 30 წლის განმავლობაში დაკეტილი საზღვრების, როგორც სომხურ-თურქული, ასევე აზერბაიჯანულ-სომხურის განბლოკვისთვის.

”თუ მხარეები გამოიჩენენ პრაგმატულ მიდგომას დიალოგის დასაწყებად, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი კავკასიაში მომავალი მშვიდობის მიმართულებით”, – აღნიშნა პრიტჩინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button