მთავარისაზოგადოება

სომხეთის გარეთ – სომხეთისათვის: ქალები რომლებმაც ასახელეს სომხეთი

ამ დღეებში   გაზეთში   „სომხეთის რესპუბლიკა“  დაიბეჭდა  იშხან ქიშმიშიანის მეტად საინტერესო სტატია რომელიც მიეძღვნა სომეხ ქალებს. ქალებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქაში  ცხოვრობდნენ  აერთიანებდათ ერთი რამ  – მათმა თვაიანთი საქმეებით ასახელეს სომხეთი და დამსახურებული ადგილი მოიპოვეს ისტორიაში. დღეს ჩვენ მოგაწვდით ამ სტატიის თარგმანს ქართულ ენაზე მცირეოდენი შემოკლებით:

ზაპელ ესაიანი (1878-1943 წწ. )

სომეხი მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი ზაპელ ესაიანი იბრძოდა  ქალთა უფლებების დასაცავად. იგი დაიბადა კონსტანტინოპოლში. ადგილობრივი გიმნაზიის  დამთავრების შემდეგ, იგი გაემგზავრა პარიზში და სორბონში  გაიარა კურსები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ ის წერას იწყებს, წერს ყველაფერს, თუ რა ხდებოდა მაშინდელ კილიკიაში იმ წლეებში. 2015 წელს მან შესძლო თავი დაეღწია სომეხთა გენოციდს და ცხოვრება განაგრძო ბულგარეთში. ბულგარეთიდან გადავიდნენ თბილისში, სადაც ის 1936 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ხდება.  მისი გარდაცვალების დაწვრილებითი მხარეები სამწუხაროდ უცნობია.

ალენუშ ტერიანი (1920-2011წწ.)


ალენუშ ტერიანი არის ირანის დედაქალაქ თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის მზის ობსერვატორიის ერთ – ერთი დამაარსებელი. იქ მას სამართლიანად უწოდეს ირანული ასტრონომიის დედა. იგი იყო პირველი ქალი პროფესორი ირანში, პირველი ქალი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი ირანში.
იგი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. მამამისი მიუხედავად იმისა, რომ მწერალი იყო, ის სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში მსახურობდა ირანის „სეფა ბანკის“  დირექტორად.
ალენუშ თერიანი დაქორწინებული არ ყოფილა. სტუდენტები და თანამედროვეები მას იგონებენ  როგორც მზრუნველ პედაგოგს, რომელიც სტუდენტებს შორის სარგებლობდა   სიყვარულითა და პატივისცემით.
ალენუშ ტერიანმა მისი  სახლი უნადრეძა ახალი ჯუღას სომხურ სათვისტომოს, რათა უსახლკარო სტუდენტებს იქ ეცხოვრათ, თვითონ კი მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ამერიკული გაზეთი ზაპელ ესაიანზე ასე წერდა: „ზაპელ ესაიანი მაგალითის მიმცემია ყველასათვის. ის ცხოვრობდა იმ დროს, როცა ჭკუა და სიმტკიცე ერთ-ერთი  ყველაზე საშიში თვისება იყო“.   

ანაჰიტ აღაბეკიანი (დიანა აბგარი, 1859-1937)

დიანა აბგარის მშობლები წარმოშობით ახალი ჯუღაიდან იყვნენ, მაგრამ თვითონ დიანა დაიბადა  რანგუნში (ამჟამად იანგონ), ბირმის დედაქალაქში. მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე დიანა აბგარი პირველი ქალი კონსულია მსოფლიოში. იგი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის ელჩად იაპონიასა და შორეულ აღმოსავლეთში 1919-1920 წლებში. ელჩის თანამედროვეები ამტკიცებენ, რომ მას ისეთი შთამბეჭდავი გარეგნობა და ხიბლი ჰქონდა, რომ ოფიციალურ ადგილებში და დარბაზებში შესვლისას, მაშინვე ყველანი წამოდგებოდნენ ხოლმე.  დიანა აბგარის ქალიშვილობის სახელი იყო ანაჰიტ აღაბეკიანი, მაგრამ 1890 წელს მან  ჰონგ კონგში იქორწინა თვის თანამემამულე  მაიკლ აბგარი და დიანამაც შეიცვალა გვარი და სახელიც. დიანა აბგარმა დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა.  ძირითადად პოემებისა და წერილების სახით. თავის ნაწარმოებებში ის ეხებოდა ადამიანთა უფლებების საკითხს, იბრძოდა ქალთა საარჩევნო უფლების მოპოვებისათვის.

ანიტა  კონტი (ანიტა კარაგოშიანი   1899-1997წწ.)

გასაკვირია, მაგრამ  ფაქტია, რომ სომხეთი პირველთაგანია ოკეანოგრაფიაშიც, თუმცა მას ზღვაზე გასასვლელი ადგილიც კი არ აქვს. ეს უპირატესობა  სომხეთს მიანიჭა  მსოფლიოში ცნობილმა  ქალმა ოკეანოგრაფმა, ბუნებისმეტყველმა, ფოტოგრაფმა ანიტა კონტიმ.  მისი ქალიშვილობის  გვარია ანიტა  კარაგოშიანი. 1939 წელს საფრანგეთელი სომეხი ქალი ანიტა კონტი გავიდა გაშლილ ოკეანეში სათევზაო გემით „ვიკინგი“ და 3 თვის განმავლობაში დაცურავდა არქტიკის  წყლებში, იკვლევდა თევზის რესურსებს და  თევზის რეწვის მეთოდებს.  

1941 წლიდან 1943 წლამდე მან აფრიკაში სათევზაო გემით ექსპედიცია ჩაატარა, ასრულებდა  საფრანგეთის ზღვაოსნობის დეპარტამებტის  სპეციალურ დავალებას თევზის რეწვისა და დამუშავების მეთოდების  შესახებ.   ანიტა კონტე გარდაიცვალა 99 წლის ასაკში, ქალაქ დუარნეში.

ანნა   ტერ-ვარდანიანი  ( 1920-2011წწ.)

ანა ტერ-ვარდანიანი აშშ-ს საზღვაო ძალების პირველი მეთაური ქალია. მან ეს ტიტული 1959 წელს მიიღო ნიფორთის საზღვაო კოლეჯის დასრულების შემდეგ  და გახდა პირველი ქალი, ვინც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც მიენიჭა E-9 ტიტული.

სხვათა შორის, ტერ-ვარდანიანები ოჯახით იყვნენ ჩართული სამხედრო საქმეში.  მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ანა სამხედრო მოხალისედ გაემგზავრა და დასთან  ჯინ ოლივერთან ერთად  მსახურობდა  აშშ-ს საზღვაო ძალებში, ხოლო მისი ძმა, ენდრიუ კი – წყნარი ოკეანის  ნაწილში.

 გოჰარ ვარდანიანი (1926 -2019 წწ.)

საბჭოთა იატაკქვეშა ჯაშუში, გოჰარ ვარდანიანი,  რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ვეტერანი, 16 წლის ასაკში შეუერთდა თავის მომავალ მეუღლისა და თანამებრძოლ გევორგ ვარდანიანის ანტიფაშისტურ ჯგუფს.  1943 წელს ჯგუფი    თეირანის კონფერენციის მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და ცნობილია, რომ ჯგუფის წევრების ორგანიზებული  მოქმედების შედეგად განეიტრალებული იქნა ჰიტლერის მიერ დაქირავებულ მკვლელთა ჯგუფი, რომელთაც ევალებოდათ სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მოკვლა.

ნათქვამია, რომ  მასალები გოჰარ და გევორგ ვარდანიანის მუშაობის  შესახებ მკაცრადაა გასაიდუმლობული და გახსნას არ ექვემდებარება არასდროს. გაწეული მუშაობისათვის   გოჰარ ვარდანიანი დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

ნახეთ მეტი
Back to top button