მთავარიპოლიტიკა

განცხადებაში სიტყვები “მეღრი” ან “დერეფანი” მოხსენიებული არ არის. ფაშინიანის განმარტება

10 ნოემბრის განცხადება არ შეიცავს ფრაზას “მეღრი” ან “დერეფანი” სომხეთის რომელიმე ტერიტორიის მიმართ. ასეთი ჩანაწერი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, იმ ამბებზე დაყრდნობით, რომლებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

”სომხეთიდან რუსეთამდე და აზერბაიჯანიდან ნახჭევანამდე საკომუნიკაციო მარშრუტების არჩევა ცალკე განხილვის თემაა. მისი ეფექტურობის მნიშვნელოვანი პირობა პატიმართა, მძევლების, სხვა დაკავებულების, მსხვერპლთა ცხედრების გაცვლის და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნის ეფექტურობის გაზრდაა”, – წერს იგი.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რა არის  10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდგომი განხორციელების პრიორიტეტი. მისივე თქმით, ჯერ სრულად უნდა შესრულდეს განცხადების მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს პატიმრების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების, აგრეთვე გვამების სრული გაცვლა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილის მქონე საომარი მოქმედებების სარტყელში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება.

გარდა ამისა, განბლოკილი უნდა იყოს რეგიონში არსებული ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს როგორც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის გავლით ტვირთის გადაზიდვას რუსეთის და ირანის მიმართულებით, ასევე   აზერბაიჯანის მიერ სომხეთის გავლით ნახჭევანში ტვირთის გადაზიდვას.

ნახეთ მეტი
Back to top button