მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი არღვევს სამმხრივი მემორანდუმის პირობებს: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის ინიციატივას სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ სამართლებრივი დევნის  შესახებ,  რის შესახებაც განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადება გააკეთა 62 სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ცნობასთან  დაკავშირებით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა  ჰადრუთის რეგიონში “სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის” დაპატიმრების შესახებ. ბაირამოვის განცხადებით, ჯგუფის 62 წევრი დააკავეს და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევაა. 44-დღიანი თურქეთ-აზერბაიჯანის არცახსი წინააღმდეგ  აგრესიის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელთა უმეტესობა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. ამ სამხედრო დანაშაულებებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ, დამნაშავეები სასამართლოს  წინაშე უნდა წარდგნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხი სამხედროების დატყვევებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოაცხადა სამხედრო ტყვეების მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს იმაზე მიუთითებს,  რომ აზერბაიჯანი სომეხ სამხედრო ტყვეებს იყენებს  თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეახსენა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივ მემორანდუმში  ნათლად არის ნათქვამი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და მათი რეპატრიაციის შესახებ და რომ ტყვეთა სისხლსამართლებრივი  დევნა განცხადების უხეში დარღვევაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხი სამხედროები უკვე ტყვედ ჩავარდნენ სამმხრივი განცხადების სხვა დებულების დარღვევისთვის, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის დამყარებიდან ერთი თვის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები არცახში, ჰადრუთის რეგიონში, სოფლებში ხწაბერდსა და ჰინ თაღერში.

საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, აზერბაიჯანის მიერ სამმხრივი განცხადების განმეორებით განზრახ დარღვევებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა განცხადების სრულ განხორციელებას,  ქმნიან  ახალ  გამოწვევებს  რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button