მთავარიპოლიტიკა

დღეს მოსკოვში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის, პუტინის და ალიევის სამმხრივი შეხვედრა

11 იანვარს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას, აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

,,მოსკოვში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ასევე საუბარი ექნება რუსეთის პრეზიდენტთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button