მთავარიპოლიტიკა

ევროსასამართლომ აზერბაიჯანისგან მოითხოვა ინფორმაცია სომეხი ტყვეების შესახებ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი განცხადება სამხედრო პირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ  აყვანის შესახებ და აზერბაიჯანისგან  მოითხოვა დადგენილ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ.

როგორც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა სომხეთის მთავრობის წარმომადგენლმა ევროსასამართლოში,  „მხედველობაში იქნა მიღებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის უანასკნელ ხანებში გაკეთებული განცხადება, ასევე ის რომ აზერბაიჯანი გულგრილად ეკიდება სამართლებრივ პროცესებს და განსაკუთრებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისევე როგორც არღვევს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ვადებს,  სომხეთმა 3 და 5 იანვარს მიმართა ევროსასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის დარღვევების შესახებ საკითხი წარდგენილი იქნას  ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში“.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ტყვეთა და გატაცებული სამოქალაქო პირთა საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და მგრძნობიარე,   ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს არ დაუშვან სოციალურ ქსელებში ამ პირთა ვინაობისა და სხვა პირადი მონაცემების გამოქვეყნება.

ნახეთ მეტი
Back to top button