მთავარიპოლიტიკა

პუტინმა მაკრონთან განიხილა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებული საკითხები

ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხება დღეს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მორიგ შეხვედრას.

სატელეფონო საუბარი შედგა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების კოორდინაციის ფარგლებში. ამის შესახებ იუწყება კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საუბრისას აღინიშნა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებების მხედველობაში მიღებით, შეხვედრის უპირველესი მიზანია რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების  დამყარების შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ხაზი გაესვა დაზარალებული მოსახლეობისათვის  გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის აუცილებლობას, მათ შორის სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button