
ყარაბაღში ნორმალური ცხოვრების აღდგენასთან და ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის მიზნით შეიქმნება სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე პემიერები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის სამმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა, რომელსაც ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
”ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული იმ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, რომლებიც ნახსენებია 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში. ვგულისხმობ სამშვიდობო ძალების საქმიანობის, საზღვრების გარკვევის, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებს”, – თქვა პუტინმა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები ჩატარდება პრაქტიკულ ატმოსფეროში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და უწყვეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას. ყველა მხარეა ამ საკითხით დაინტერესებული.