
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულში, სატვირთო მანქანაზე განხორციელდა თავდასხმა, იუწყება akhaltskha.net.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ რაიმე სახის შეტყობინება არ მიუღიათ მსგავსი ინციდენტის შესახებ.
მანამდე სომხეთის ზოგიერთმა პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთისკენ მომავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს მარნეულში, ხოლო ტვირთგადამზიდავი კომპანიები გააფრთხილეს, რომ იმოძრაონ ბავრას მიმართულებით.