საზოგადოება

სომხეთის პასპორტი მსოფლიო რეიტინგში

შვეიცარიულმა კომპანიამ Henley & Partners განაახლა პასპორტების სიძლიერის რეიტინგი.

ამ  მონაცემებით, სომხეთი სარეიტინგო სიაში მე -80 ადგილზეა, ვიზის გარეშე 63 ქვეყნის მონახულების შესაძლებლობით.

რუსეთი სიაში  50 – ე ადგილზეა. რუსეთის მოქალაქეობა იძლევა ვიზის გარეშე 116 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას. გასულ წელს რუსეთმა 51-ე ადგილი დაიკავა 118 ქვეყნით.

პირველ ადგილზეა იაპონია, რომლის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ 191 ქვეყანა. მეორე ადგილზეა სინგაპური (190 ქვეყანა), შემდეგ მოდის გერმანია და სამხრეთ კორეა (189 ქვეყანა). ლიდერებს შორის არიან ევროპის ქვეყნები,  შეერთებული შტატები და კანადა.

დაბალი რეიტინგის ქვეყნებია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლია, ლიბია, ნეპალი, პალესტინა.  

Henley-ის რეიტინგი  ემყარება თავისუფალი მოძრაობის ინდექსს, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენი ქვეყნის მონახულება შეუძლია თითოეული ქვეყნის მოქალაქეს ვიზის გარეშე ან გამარტივებული პროცედურით.

ნახეთ მეტი
Back to top button