მთავარისაზოგადოება

სომხეთში სექტემბრის ბოლო შაბათი დღე გამოცხადდა ეროვნული უმცირესობების დღედ

ამიერიდან სომხური დღესასწაულების კალენდარს კიდევ ერთი დღე  შეემატა  –  ეროვნული უმცირესობების დღე. ეროვნული ასაბლეის ადამიანის უფლებებისა დაცვისა და  საზოგადოებრივი საკითხების მუდმივმა კომისიამ  დადებითი რეზოლუცია მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დღესასწაულებისა და ხსოვნის დღეების კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.   დამატებული პუნქტის თანახმად, ყოველი წლის სექტემბრის ბოლო შაბათი დღე აღინიშნება, როგორც ეროვნული უმცირესობების დღე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  არაიკ ხზმალიანმა, კანონპროექტის წარდგენისას, განაცხადა, რომ მთავრობა ყველანაირად უჭერს მხარს ეროვნული უმცირესობების კულტურის გავრცელებას, ახორციელებს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებს.

„დღესასწაულის წყალობით, უფრო მეტი ღონისძიება მოეწყობა, დღესასწაული ხელს შეუწყობს კულტურების, ხალხების უკეთ აღქმას”, – თქვა მან.

კანონპროექტი ერთხმად იქნა მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ იგი დამტკიცდება ეროვნულ ასამბლეაში, 2021 წლის 25 სექტემბერს სომხეთში პირველად აღინიშნება ეროვნული უმცირესობების დღე.  

სომხეთში ძირითადი ეთნიკური უმცირესობები არიან ეზიდები (დაახლოებით 35 ათასი ადამიანი), რუსები (დაახლოებით 11 ათასი),  აისორები (დაახლოებით 3 ათასი) და  ქურთები (დაახლოებით 2 ათასი). ამ ოთხ ხალხს ჰყავს დეპუტატები და  წარმოადგენენ საკუთარ თავს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში.

ქვეყანაში არის  უფრო მცირე სათვისტომოებიც,  რომლებიც ათასზე ნაკლები ადამიანისგან შედგება: უკრაინელები, ბერძნები, ქართველები, ბელორუსები, ებრაელები, პოლონელები და გერმანელები.

ნახეთ მეტი
Back to top button