მთავარიპოლიტიკა

„სრულიად უსარგებლო, უსაფუძვლო“: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ბაქოს ბრალდებებს უპასუხა

აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  ვიზიტი არცახში  არის 9 ნოემბრის განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, სრულიად უსაფუძვლოა. ასეთი განმარტება გააკეთა  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა აზერბაიჯანული მხარის მიერ  „ინტერფაქსი“-სათვის  მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ  იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.  ნაღდალიანის თქმით, სამმხრივი განცხადება არ აწესებს რაიმე შეზღუდვას სომხეთსა და არცახს  შორის სხვადასხვა დონეზე ურთიერთობების საკითხში.

„9 ნოემბრის სამმხრივ  განცხადებაში, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის  დამყარებას და რუსი სამშვიდობოების განლაგებას არცახში, ლაპარაკი არ არის არცახის სტატუსზე.  ამ თვალსაზრისით, ყველა ბრალდება იქედან გამომდინარე,  რომ მოხდა ცვლილებები არცახის  სტატუსში, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – თქვა ნაღდალიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არცახის სტატუსი უნდა განისაზღვროს სამშვიდობო პროცესის შედეგად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ პრინციპებზე და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ არცახში, მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია ისინი, ის კვლავ არღვევს სამმხრივი განცხადების მრავალ მნიშვნელოვან დებულებას.

”სამმხრივი განცხადების პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები 10 ნოემბრის შემდეგ უნდა შეჩერებულიყვნენ  თავიანთ  პოზიციებზე  და შეეწყვიტათ  საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის დამყარებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა სამხედრო მოქმედებები  არცახში, ჰადრუთის რეგიონში, ჰინ თაღერ-ხწაბერდის დასახლებების მიმართულებით, რასაც მოჰყვა  ადამიანური დანაკარგები და სომეხი სამხედროების დატყვევება“,  – თქვა ნაღდალიანმა.

მან დასძინა, რომ აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ არ ასრულებს სამმხრივი განცხადების მე -8 მუხლს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების გაცვლა. სომეხი სამხედრო ტყვეებსა და მძევლება არა თუ არ ათავისუფლებენ, არამედ აღძრული აქვთ  სისხლის სამართლის საქმეები სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ, მათ  წარმოაჩენენ ტერორისტებად უმაღლეს დონეზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის თქმით, ამ გზით აზერბაიჯანული მხარე ცდილობს ხელი შეუშალოს 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების სრულ განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button