
აზერბაიჯანში ტყვეობაში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, კერძოდ, 62 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ძირითადად შირაკიდან არიან გაწვეულნი, ამჟამად დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატი.
სამხედრო მოსამსახურეებს სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის წევრებს უწოდებენ და აღნიშნულია, რომ ისინი გაგზავნილნი იყვნენ ,,აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონში”, ვითომდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედრო მოსამსახურის საკითხის კრიმინალიზება განსჯადია. ეს უხეშად არღვევს ომისშემდგომ ჰუმანიტარულ პროცესს და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოთხოვნებს. სომეხი სამხედროები სამხედრო ტყვეები არიან, ისინი ტყვეობის ადგილებში მოხვდნენ მხოლოდ სამხედრო სამსახურის კანონიერი მოვალეობის შესრულების შედეგად და ისინი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა გაათავისუფლონ და დააბრუნონ სომხეთში.
ადამიანის უფლებათა დამცველი აღნიშნავს, რომ სამმხრივი განცხადების მე -8 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის რესპუბლიკას უკვე გადასცა არცახში დანაშაულების, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელებისთვის ნასამართლევი ორი პირი.
აზერბაიჯანმა იმავე პრინციპით სომხეთი გადასცა იმ ქვეყანაში ფორმალურად მსჯავრდებული სომხები. შესაბამისად, ზემოთქმული აშკარას ხდის, რომ სისხლის სამართლის საქმის დაწყებით და სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად მიჩნევით, ტყვეების დაბრუნების შეფერხება ხელოვნურია, ეს არის სამართლებრივი პროცესების აშკარა ბოროტად გამოყენება. იგი არღვევს არა მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, არამედ მხარეთა მიერ ხელმოწერილი 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებებსაც.