საზოგადოება
ბელგიის სამართალდამცავების მიერ ძებნილი პირი მოყვანილ იქნა “ზვართნოცის” აეროპორტიდან

ბელგიის სამართალდამცავების მიერ ძებნილი პირი მოყვანილ იქნა “ზვართნოცის” აეროპორტიდან. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პოლიციის პრესსამსახური.
”პოლიციის აეროპორტ ”ზვართნოცის” ხაზის განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების წყალობით, 10 იანვარს, ერევან-დუბაის რეისის მგზავრების რეგისტრაციის შემდეგ, გურდევა დ. მიყვანილ იქნა ხაზის განყოფილებაში. იგი ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა 2020 წლის 9 სექტემბრიდან უკანონო მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით”,- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის განცხადებით, გურდევ.დ-სთვის აღკვეთის ღონისძიებად შეირჩა დაპატიმრება.
ძებნილი პირის აღმოჩენის შესახებ ეცნობა სრ-ში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს (ინტერპოლი) და პროკურატურას.