მთავარიპოლიტიკა

”თურქეთის მიზანი კავკასიაში იყო რუსეთის როლის განმტკიცება”

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი დაიგეგმა ისე, რომ თურქეთსა და რუსეთს შეეძლოთ პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდათ სამხრეთ კავკასიაში, შეემცირებინათ ამერიკული გავლენა და გაეყოთ რეგიონი.

ამის შესახებ The Jerusalem Post- ის ავტორი სეტ ფრანცმანი წერს სტატიაში სათაურით ”თურქეთის მიზანი კავკასიაში იყო რუსეთის როლის განმტკიცება”.

”მშვიდობიან სომხებზე თავდასხმები გახდა თურქეთის მიერ კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია და, დიდწილად იყო სირიის, აფრინის ეთნიკური წმენდის განმეორება თურქული ძალების დახმარებით, როდესაც 2018 წლის იანვარში ქურთები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ. ანალოგიური სცენარით განვითარდა სიტუაცია მთიან ყარაბაღში. თურქეთმა იქ გაგზავნა ექსტრემისტები, რომლებსაც ადანაშაულებენ ადამიანების სასტიკ მკვლელობაში”, – ნათქვამია სტატიაში.

სეთ ფრანცმანი ამტკიცებს, რომ ”ომმა, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანში გააღვია, მოასწავა კავკასიაში აშშ-ის ჩართულობის დასრულება”.

”მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ყველას არწმუნებდა, რომ ეს ომი ირანთან და რუსეთთან დაპირისპირებისთვის იყო საჭირო, სინამდვილეში ანკარა თანამშრომლობდა თეირანთან და მოსკოვთან. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ირანის, რუსეთისა და თურქეთის კონტროლის გაძლიერება და  სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოები დასუსტება.

მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თურქეთი-ირანი-რუსეთის სამკუთხედი განწირულია დანგრევისთვის, ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიების მიზნებს შორის ისტორიული განსხვავების გამო, ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში, ისინი მზად არიან ერთად იმუშაონ დასავლეთის საერთო მტრების წინააღმდეგ ან ავტორიტარული და სამხედრო გეგმები განავითარონ. მათ ბევრი საერთო აქვთ, რადგან ისინი ყველა განვითარებადი სახელმწიფოა, რომლებიც ცდილობენ ბოლო მოუღონ ცივი ომის დასრულების შედეგად შექმნილ ერთპოლუსურ სამყაროს, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ს. ვაშინგტონის ის წარმომადგენლები, რომლებიც თურქეთს ცივი ომის ფონზე უყურებენ, ცდებიან მის საბოლოო მიზნებში. ანკარის მიზანია მუდმივად შეასუსტოს და შეამციროს შეერთებული შტატების როლი ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ერთდროულად გაზარდოს რუსეთისა და ირანის როლები”, – ნათქვამია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button