მთავარისაზოგადოება

კარანტინი სომხეთში კიდევ 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მაგრამ უფრო შემსუბუქებული პირობებით

კარანტინი სომხეთში კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნდება სომხეთის მთავრობის e-gov.am საინფორმაციო პლატფორმაზე.

თავის მხრივ, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, განხორციელდა საკარანტინო პერიოდში გამოყენებული ზომებისა და შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ:

პირებს, რომლებიც არ არიან სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკაში შევიდნენ  სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის პუნქტებით, თუ სომხეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ისინი წარმოადგენენ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (COVID-19) ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელ, არაუმეტეს 72 საათის სიძველის სერტიფიკატს,  ან სინჯების აღება ხორციელდება საგუშაგოზე, ხდება თვით იზოლაცია PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მიღებამდე (ადრე ეს მოთხოვნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ საჰაერო საზღვრის გადაკვეთის წერტილებში).

გაუქმდა შეზღუდვები საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მათ შორის, საჯარო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვაზე (ადრე 60 მონაწილე) და  დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების მოთხოვნებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button