მთავარიპოლიტიკა

მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებამ შეიძლება შეცვალოს რეგიონის ეკონომიკური იმიჯი: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა 11 იანვარს მხარეთა შორის ხელმოწერილ განცხადებას და აღნიშნა, რომ ამ განცხადებით მიღწეული შეთანხმებების შესრულებამ შეიძლება შეცვალოს რეგიონის ეკონომიკური იმიჯი. მისი თქმით, ახალმა ეკონომიკურმა სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების უფრო საიმედო  გარანტიები.

„ჩვენ მზად ვართ იმ მიმართულებით ვიმუშაოთ კონსტრუქციულად. ვფიქრობ, შეუძლებელია ყველა საკითხის მოგვარება ერთ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ წინ წავალთ.  ამჟამად, მთავარ საკითხად რჩება ჰუმანიტარული საკითხი, კერძოდ, ტყვეთა გაცვლა, რაც  გათვალისწინებულია 9 ნოემბრის ჩვენს ერთობლივ განცხადებაში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button