მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში ისაუბრა არცახის სტატუსის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  შეხვედრისას ისაუბრა არცახის  სტატუსის შესახებ.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს.

”ძვირფასო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც  რეგიონში მშვიდობა აღდგა.  სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა”, – თქვა ფაშინიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლებელი გახდა ომის დასრულება, მაგრამ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გადაუჭრელი რჩება.

ერთ-ერთი მათგანია არცახის  სტატუსის საკითხი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები არცახის  საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button