მთავარიპოლიტიკა

პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის ერთობლივი განცხადება

მოსკოვში შეხვედრის დასრულების შემდეგ   რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

”ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი  ი. ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნ. ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი  ვაცხადებთ შემდეგს:

1. 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე -9 პუნქტის განსახორციელებლად, რომელიც ეხება  რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობის  განბლოკვას, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელსაც თავმჯდომარეობენ სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები.

2. სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით გამართავს თავის პირველ შეხვედრას, რომლის შედეგების საფუძველზე შეავსებს დეკლარაციის მე -9 პუნქტის გამოყენებიდან გამომდინარე სამუშაოების ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალს, პრიორიტეტული იქნება  სარკინიგზო-საავტომობილო კომუნიკაციები,  ისევე როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკას,სომხეთის რესპუბლიკას და  რუსეთის ფედერაციას (შემდგომში – მხარეები) შორის შეთანხმებული სხვა მიმართულებები.  

3. ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ ამ დარგებში ექსპერტთა ქვეჯგუფების შემადგენლობას, რომელშიც შევლენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები და ორგანიზაციების ოფიციალური პირები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი თვის განმავლობაში ექსპერტთა ქვეჯგუფები წარადგენენ პროექტების ჩამონათვალს, სადაც ისინი წარმოადგენენ საჭირო რესურსებს და ზომებს მათი განხორციელებისათვის  და  მხარეთა მიერ  უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად.

4. სამუშაო ჯგუფი 2021 წლის  1 მარტამდე   უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარადგენენ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო  გადაზიდვების ორგანიზების, განხორციელების და უსაფრთხოებისათვის საჭირო ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენისა და აშენების ღონისძიებების ჩამონათვალსა და გრაფიკს, იგივე  უნდა იქნას  ორგანიზებული აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მხრივ განხორციელებული გადაზიდვებითვის, რომლებიც მოითხოვენ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გადაკვეთას“.

ნახეთ მეტი
Back to top button